ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დაიწყო

საქართველო, თბილისი - 2021-05-12 15:33:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დაიწყო. 

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში გაემგზავრა ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.