სოფელ კაპანახჩში სარწყავი არხი იწმინდება

საქართველო, თბილისი - 2021-05-06 13:05:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ქვემო ქართლში მტკვარი-ჯანდარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. 

სოფელ კაპანახჩის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისაგან მაგისტრალის ერთ-ერთი წყალგამანაწილებელი არხი იწმინდება. 

ჩატარებული სამუშოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმს გააუმჯობესებს.

სამუშაოებს კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს და დასრულების ეტაპზეა.