ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2021-05-05 14:38:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს "ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა. 

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან. 

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან. 

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.