ბილ და მელინდა გეიტსები ერთმანეთს გაშორდნენ

საქართველო, თბილისი - 2021-05-04 01:02:00

მილიარდერმა ბილ გეიტსმა და მისმა მეუღლემ, მელინდა გეიტსმა განქორწინების შესახებ განაცხადეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში გეიტსები წერენ, რომ 27-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან, რადგან როგორც წყვილს პერსპექტივა არ აქვთ.

"დიდი ფიქრისა და ჩვენს ურთიერთობებზე ბევრი მუშაობის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქორწინება დასრულებულიყო", - დაწერეს გეიტსებმა ტვიტერზე.

ბილ და მელინდა გეიტსები ერთმანეთს 1980-იანი წლების ბოლოს შეხვდნენ, როდესაც მელინდა შეუერთდა ბილის მაიკროსოფტის ფირმას. მათ სამი შვილი ჰყავთ.

ისინი ერთობლივად მართავენ ბილ და მელინდა გეიტსის ფონდს.