არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 2021-04-29 14:23:00

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. აღნიშნულ თანამდებობაზე არჩილ თალკვაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აირჩიეს.

კენჭისყრაზე არჩილ თალაკვაძეს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 24 აპრილს დატოვა.