კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 2021-04-27 18:36:00

ოჯახის გადაწყვეტილებით, კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, მსახიობ ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

თბილისის მერიის ცნობით, მსახიობის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.