ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 2021-04-27 17:14:00

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახურავს გაუჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ჯგუფი მუშაობს. 

ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.