საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2021-04-27 10:47:00

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 043-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 909 პაციენტი გამოჯანმრთელდა.