არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებს. დაელოდეთ, მოუსმინეთ რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას - ირაკლი ღარიბაშვილი გახარიაზე

საქართველო, თბილისი - 2021-03-29 13:15:00

არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს. ჯერ დაელოდეთ, მოუსმინეთ რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას , - თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

"გახარიასთან დაკავშირებით რა კომენტარი შემიძლია გავაკეთო. გიორგი იყო ჩვენი მთავრობის დროს, 8 წლის განმავლობაში, ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი. 8 წელი იყო მთავრობის წევრი. მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს... ჯერ დაელოდეთ, მოუსმინეთ რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.