კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2021-03-29 08:17:00

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, პრემიერთან შეხვედრა 09:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილთან გამართავს შეხვედრას.

დღესვე, დაგეგმილია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.

დანიელსონი საქართველოში გუშინ, 27 მარტს დაბრუნდა და სამი დღის განმავლობაში დარჩება.