მართლმსაჯულებამ ნიკა მელიას შეახსენა, რომ სახელმწიფოც არსებობს და კანონიც - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 2021-03-16 21:21:00

ნიკა მელია საზოგადოებას არწმუნებდა, რომ კანონი და სახელმწიფო მისთვის არ არსებობს - მართლმსაჯულებამ მას შეახსენა, რომ სახელმწიფოც არსებობს და კანონიც, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ეთერში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი თქმით, ნიკა მელიამ თავის მხარდამჭერებს უთხრა მე ვარ კანონზე მაღლა, სახელმწიფოზე მაღლა, რადგან ვარ პოლიტიკოსი.

„როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მონაწილეობს პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, შემდეგ გამომწვევად იხსნის მონიტორინგის სამაჯურს, თავს ესხმის ცესკო-ს სათავო ოფისს და არ იხდის გირაოს - სწორედ ეს არის პოლიტიკური მოტივაცია და პოლიტიკურად მოტივირებული დესტრუქციული მოქმედებები, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ისჯება კანონით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.