უგანდამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Covax პლატფორმის მეშვეობით ვაქცინის პირველი დოზები მიიღო.
პირველ ეტაპზე, უგანდის დედაქალაქ კამპალაში ასტრაზენეკას ვაქცინის 864 000 დოზა ჩავიდა.
ამ დროისთვის, Covax პლატფორმის მეშვეობით, ვაქცინის 11 მილიონი დოზა აფრიკის 11 ქვეყანაში განაწილდა. ეს ქვეყნებია: განა, კოტ-დ'ივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიგერია, ანგოლა, ლესოტო, გამბია, სამხრეთ სუდანი, რუანდა, უგანდა, კენია.
864,000 #AstraZeneca #COVID19 vaccines arrived in Kampala, Uganda🇺🇬 this afternoon.
— WHO African Region (@WHOAFRO) March 5, 2021
11 countries & over 11 million #COVID19 vaccines have been delivered across #Africa through #COVAX so far.
🇬🇭🇨🇮🇨🇩🇳🇬🇦🇴🇱🇸🇬🇲🇸🇸🇺🇬🇷🇼🇰🇪 pic.twitter.com/EoMgRyrlvU
დღესვე ცნობილი გახდა, რომ Covax პლატფორმის მეშვეობით მოლდოვამ ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზები მიიღო, რითაც მოლდოვა პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც კოვაქსისგან ვაქცინის დოზები მიიღო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) Covax პროგრამა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ვაქცინების სამართლიანი განაწილება ყველა ქვეყანაში.
პლატფორმის მეშვეობით წლის ბოლომდე დაგეგმილია მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 2 მლრდ დოზის გავრცელება.