მიანმარში საპროტესტო აქციის ძალადობრივ დარბევას 38 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2021-03-03 22:43:00

მიანმარში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა 38 ადამიანი. ამის შესახებ გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტინ შრანერ ბურგენერმა ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ყველაზე საშინელი დღე იყო 1 თებერვლის გადატრიალების შემდეგ დაიღუპა 38 ადამიანი. 1 თებერვლიდან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 50-ს აღემატება", - განაცხადა მან.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ აქციის დარბევისას პოლიცია პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს იყენებდა.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ გადატიალების გზით ხელისუფლება ხელში 1-ელ თებერვალს ჩაიგდო.