ვინსენტ ვან გოგის ჩანახატი "ახალგაზრდა იაპონელი გოგო" ნიუ იორკში, Christie's-ის აუქციონზე 10,4 მლნ დოლარად გაიყიდა, რაც ყველაზე რეკორდული ფასია ვან გოგის ესკიზებისთვის. აუქციონის სახლი ესკიზის ახალი მფლობელის ვინაობას არ აჟღერებს.
ვან გოგმა ნახატი 1888 წლის ზაფხულში საფრანგეთის ქალაქ არლში (პროვანსი) შექმნა. ჩანახატში გამოსახულია 12-14 წლის გოგონა. მხატვარი შთაგონებული იყო იაპონური ხელოვნებითა და ფრანგი მწერლის პიერ ლოტის რომანით "მადამ ქრიზანთემა". როგორც ის ამბობდა, Mousmé (ნახატის სახელწოდება ორიგინალში) - ერთი-ერთი ლამაზი სიტყვაა იაპონურ ენაში და ნიშნავს "ახალგაზრდა გოგოს".
#AuctionUpdate Vincent van Gogh's 'La Mousmé' (c.1888) achieved USD 10,436,000. Technically innovative with an astonishingly diverse range of strokes, lines, and dots, this portrait captures the very essence of its sitter: https://t.co/KxKVadS0MI pic.twitter.com/aItSGaTSmj
— Christie's (@ChristiesInc) March 1, 2021
ჩანახატი შესრულებულია ქაღალდზე, ფანქრით. თავად ნახატი "ახალგაზრდა იაპონელი გოგო" კი რომელიც ჩანახატის საფუძველზე შეიქმნა ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში ინახება.