ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი რომანტიკულ კომედიაში ითამაშებენ

საქართველო, თბილისი - 2021-03-02 20:38:00

სახელგანთქმული ამერიკელი მსახიობები ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერტსი გადასაღებ მოედანზე კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.

გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, კლუნი და რობერტსი რომანტიკულ კომედია "სამოთხის ბილეთში" მიიღებენ მონაწილეობას.

კომედიას მიუზიუკლ Mamma Mia! 2-ის რეჟისორი ოლ პარკერი კინოკომპანია Universal Pictures-თვის გადაიღებს. მოსალოდნელია, რომ ფილმის პრემიერა წელსვე შედგება.

სცენარის მიხედვით, ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერტს განქორწინებული ცოლ-ქმრის როლს ითამაშებენ, რომლებიც გაერთიანდებიან და კუნძულ ბალიზე გაემგზავრებიან, რათა საერთო ქალიშვილი საბედისწერო შეცდომის დაშვებისგან იხსნან.

მანამდე ჯორჯ კლუნმა და ჯულია რობერტსმა ერთად სტივენ სოდერბერგის Ocean Friends-ის ტრილოგიაში, ასევე ჯოდი ფოსტერის კრიმინალურ თრილერში Financial Monster-ში ითამაშეს.