უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინაციის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, ის ინდოეთიდან შემოტანილი ოქსფორდ/ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა.
"ვაქცინა გავიკეთე ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, როგორც მთავარსარდალმა. ოქსფორდ/ასტრაზენეკას ვაქცინით, რომელიც ინდოეთიდან არის შემოტანილი და მისით მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანი აიცრა. ვაქცინა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კვლავ ვიცხოვროთ შეზღუდვების გარეშე", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
Got vaccinated against #COVID19. Did this on the frontline with our soldiers as Supreme C-in-C. The same Oxford/AstraZeneca (Covishield) from India, which was delivered 1st to 🇺🇦 & received by millions of people in the world. Vaccine 💉 will let us live without restrictions again pic.twitter.com/1diLtuRmqK
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 2, 2021