ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსის გამარჯვებულები დაასახელა.
ღონისძიება პანდემიის გამო ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.
ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია იანვარში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიება თებერვლის ბოლომდე გადაიდო.
ნომინაციაში "საუკეთესო დრამატული ფილმი" გაიმარჯვა ქლოა ჩჟაოს ფილმმა Nomadland/მომთაბარეთა მიწა. ქლოა ჩჟაომ ასევე მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისურისთვის.
Congratulations to Nomadland (@nomadlandfilm) - Best Motion Picture - Drama. - #GoldenGlobes pic.twitter.com/lPo4Dyy99d
— Golden Globe Awards (@goldenglobes) March 1, 2021
ანდრა დეიმ მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, ფილმისთვის "შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ".
Congratulations to Andra Day (@AndraDayMusic) - Best Performance by an Actress in a Motion Picture - Drama - The United States vs. Billie Holiday (@USvsBillie). - #GoldenGlobes pic.twitter.com/0GqLiftZih
— Golden Globe Awards (@goldenglobes) March 1, 2021
საუკეთესო მსახიობი კაცის როლისთვის "ოქროს გლობუსი" ჩედვიკ ბოუსმანს გარდაცვალების შემდეგ გადაეცა, ფილმში „მა რეინი: ბლუზის დედა“ შესრულებული როლისთვის. ჯილდო გარდაცვლილი მსახიობის ქვრივს გადასცეს.
Congratulations to Chadwick Boseman (@chadwickboseman) - Best Performance by an Actor in a Motion Picture - Drama - Ma Rainey's Black Bottom (@MaRaineyFilm). - #GoldenGlobes pic.twitter.com/aVUlR7IyHq
— Golden Globe Awards (@goldenglobes) March 1, 2021
წლის საუკეთესო კომედიურ ჟანრში გადაღებული ფილმისთვის "ოქროს გლობუსი" გადაეცა ჯეისონ უოლინერის ფილმს "ბორატი 2". ფილმის ავტორმა საშა ბარონ კოენმა ჯილდო საუკეთესო კომედიური როლისთვისაც მიიღო.
Congratulations to Sacha Baron Cohen (@SachaBaronCohen) - Best Performance by an Actor in a Motion Picture - Musical or Comedy - Borat Subsequent Moviefilm. - #GoldenGlobes pic.twitter.com/oM7WseKasi
— Golden Globe Awards (@goldenglobes) March 1, 2021
საუკეთეო კომედიური როლისთვის ჯილდო ასევე გადაეცა როზამუნდ პაიკს.
"ოქროს გლობუსი" საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა აარონ სორკინის ფილმს "ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი".
საუკეთესო დრამატულ სერიალად დასახელდა "გვირგვინი", - საუკეთესო მინი-სერიალად კი - "ლაზიერის გამბიტი".
Congratulations to The Queen's Gambit - Best Television Limited Series, Anthology Series, or Motion Picture Made for Television. - #GoldenGlobes pic.twitter.com/sPqxJT1qNc
— Golden Globe Awards (@goldenglobes) March 1, 2021
საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა "მინარმა". საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის სატელევიზიო სერიალში გადაეცა ჯილიან ანდერსონს სერიალ "გვირგვინში" შესრულებული მარგარეტ თეტჩერის როლისთვის.
Congratulations to Gillian Anderson (@GillianA) - Best Performance by an Actress in a Television Supporting Role - The Crown (@TheCrownNetflix). - #GoldenGlobes pic.twitter.com/n7BQblTDeu
— Golden Globe Awards (@goldenglobes) March 1, 2021
საპატიო "ოქროს გლობუსი" გადაეცა 83 წლის მსახიობს ჯეინ ფონდას.