ფილიპინებმა ვაქცინის პირველი დოზები მიიღო

საქართველო, თბილისი - 2021-02-28 16:38:00

28 თებერვალს ფილიპინებმა ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. 

ვაქცინის პირველი დოზების მიღების ცერემონიალს აეროპორტში ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დაესწრო. 

პირველ ეტაპზე, ფილიპინებმა ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა CoronaVac-ის 600 000 დოზა მიიღო. ჩინეთისგან ფილიპინები კიდევ 25 მილიონ დოზას მოელის.

პარალელურად, ფილიპინები მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინის მწარმოებელ სხვა კომპანიებთანაც. მოელიან, რომ ფილიპინები ხვალ AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის 525 600 დოზას მიიღებს.

ფილიპინებში ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, თავდპირველად ჯანდაცვის მუშაკები, პოლიციელები და სამხედროები აიცრებიან.