უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აიცრა

საქართველო, თბილისი - 2021-02-28 16:21:00

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის ამსახველი ფოტო ორბანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ვიქტორ ორბანი ჩინური კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინით აიცრა.

უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც ჩინური Sinopharm-ის წარმოებულ ვაქცინა ს იყენებს.

უნგრეთმა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიონი ადამიანია, Sinopharm-ს 5 მილიონი დოზა შეუკვეთა.

ამავდროულად, უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინა Sputnik V-ს იყენებს.

უნგრეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობა ყველაზე მეტად Pfizer/BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინებს ენდობა, ყველაზე ნაკლებად კი ჩინურ და რუსულ ვაქცინებს.