ტაილანდში ვაქცინაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 2021-02-28 12:53:00

ტაილანდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის იმუნიზაციის პროგრამა დაიწყო. 

საერთაშორისო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ტაილანდშიც თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროში მომუშავე და პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანები აიცრებიან.

ტაილანდმა ვაქცინის პირველი დოზები მიიღო ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის წარმოებული CoronaVac-ისა და AstraZeneca-სგან. პირველ ეტაპზე, სინოვაკმა ტაილანდს CoronaVac-ის 200 000 დოზა გადასცა, ასტრაზენეკამ - 160 000.

ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, მარტსა და აპრილში ტაილანდი Sinovac-ისგან დამატებით 1.8 მილიონ დოზას მიიღებს.

ივნისიდან ქვეყანაში თვეში 10 მილიონი ვაქცინის დოზის ადმინისტრირების კამპანია დაიწყება ადგილობრივი კომპანიის Siam Bioscience მიერ წარმოებული AstraZeneca-ს ვაქცინებით.