სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები გმობს რუსეთში საპროტესტო აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტების მიმართ მკაცრი ტაქტიკის გამოყენებას.
ამასთან, ბლინკენი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ასეულობით ადამიანი.
"შეერთებული შტატები გმობს მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ მკაცრი ტაქტიკის გამოყენებას, რაც რუსეთის ხელისუფლების მიერ მეორე კვირაა მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს საკუთარი უფლებების გამოყენებისთვის დაკავებულები, მათ შორის ალექსეი ნავალნი", - წერს ენტონი ბლინკენი მიკრობლოგ Twitter-ზე.
The U.S. condemns the persistent use of harsh tactics against peaceful protesters and journalists by Russian authorities for a second week straight. We renew our call for Russia to release those detained for exercising their human rights, including Aleksey Navalny.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) January 31, 2021
შეგახსენებთ, მთელი რუსეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით. ხელისუფლება ძალის გამოყენებით აკავებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს. ამ დროისთვის, დაკავებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი.