ესტონეთის ახალი მთავრობა უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

საქართველო, თბილისი - 2021-01-26 15:43:00

ესტონეთის მთავრობა, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალი უდგას სათავეში, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მთავრობა დღეს პირველს სხდომას გამართავს.

ესტონეთის მთავრობის ფორმირება ორმა პოლიტიკურმა პარტიამ მოახდინა. თითოეულმა პარტიამ კოალიციურ მთვრობაში 7 მინისტრის პორტფელი მიიღო. კოალიციაში შედიან კაია კალასის "რეფორმების პარტია" და ცენტრისტული პარტია, რომელიც ამ დრომდე მართავდა ქვეყანას.

რეფორმატორებმა მიიღეს ფინანსთა და თავდაცვის მინისტრების, ხოლო ცეტრისტებმა - საგარეო და ეკონოკიმის მინისტრების პოსტები.

ყოფილმა მთავრობამ უფლებამოსილება მას შემდეგ მოიხსნა, რაც კორუფციული სკანდალის ფონზე, იური რატასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

იური რატასის გადადგომის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა კაია კალასს სთხოვა მთავრობის ფორმირება.