ერთნაირად სამარცხვინო ხალხია, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 2021-01-23 20:14:00

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს.

„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა. ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, – წერს სალომე სამადაშვილი.

ბათუმში, აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.