სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2020-11-20 11:23:00

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა. განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა Instagram-ის ოფიციალურ ანგარიშზე.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ გიცნობდით. ისეთ დიდ ადამიანებს, როგორიც თქვენ ხართ, არასდროს ივიწყებენ,"- წერს სერბეთის ლიდერი Instagram-ის გვერდზე.

90 წლის პატრიარქი კოვიდ-19-ის დიაგნოზით კლინიკაში 4 ნოემბერს გადაიყვანეს.