აღნიშნული შეხვედრა ემსახურება ისეთი სიახლის გავრცელებას, როგორიცაა ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების დანერგვა.
პრეზენტაციაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტატო ურჯუმელაშვილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ცვლილებების პრეზენტაცია მოაწყობს, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი დავით მარღანია შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის პრეზენტაციას გამართავს.
შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" წვეულებათა დარბაზი 16 საათზე დაიწყება.