მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2020-11-02 10:39:00

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უკვე დათვლილია ხმების 99 პროცენტზე მეტი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "მოქმედებისა და სოლიდარობის" კანდიდატი მაია სანდუ დაუპირისპირდებიან.

იგორ დოდონმა ამომრჩეველთა ხმების 33,8% დააგროვა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მაია სანდუს კი მხარი 34,7%-მა დაუჭირა.

პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში 12 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა 50%-იანი მხარდაჭერის მიღება ვერ შეძლეს.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 15 ნოემბერს გაიმართება.

ფოტო: EPA