სამგორში მეორე ტურში სოზარ სუბარი და ლევან ხაბეიშვილი გავიდა - ცესკო

საქართველო, თბილისი - 2020-11-01 20:22:00

ისანი-სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ცესკომ უკვე ხმების 100% დათვალა, მონაცემების მიხედვით, ოლქში მეორე ტური გაიმართება, სადაც მონაწილეობას "ქართული ოცნებიდან" სოზარ სუბარი და გაერთიანებული ოპოზიციიდან ლევან ხაბეიშვილი მიიღებენ.

ოლქში ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

"ქართული ოცნება" - 45,87%;

გაერთიანებული ოპოზიცია - 39,18%;

ისანი-სამგორში სულ 122 უბნია.