2024 წლისთვის ქვეყნის გაზიფიცირება დასრულებული იქნება - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 2020-10-29 10:34:00

დღეს, ჩვენ, მთავრობაზე განვიხილავთ გაზიფიცირების პროგრამის შემდგომ გაგრძელებას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ განიხილება გაზიფიცირების შემდგომი 3 წლიანი გეგმა, რომელიც 2022-2024 წლებს შეეხება.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 წლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც  2021 წელს სრულდება. ჩვენ, რეგიონებში ბევრი ვიზიტების შემდგომ ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, განვიხილოთ გაზიფიცირების შემდგომი 3 წლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, ქვეყნის გაზიფიცირება, ამ გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული და საქართველოს ექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გაზიფიცირების. ეს იქნება დაახლოებთ 90 პროცენტი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.