საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვები, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგე - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 2020-09-29 20:42:00

მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს საქმიანობის რვაწლიან ანგარიში წარდგენისას.

„ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ანგარიშის წარდგენისას.

თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია.