მე აღარა ვარ ის მიშა, რომელიც ვიყავი - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 2020-09-09 21:39:00

მე აღარა ვარ ის მიშა, რომელიც ვიყავი. ცხოვრებამ ბევრი რამე მასწავლა, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“.

მისი თქმით, 7 წელი იყო დაფიქრებისა და გადაფასებითვის.

„მე აღარა ვარ ის მიშა, რომელიც ვიყავი. ცხოვრებამ ბევრი რამე მასწავლა. ეს კარგიც არის და ცუდიც არის. ეს 7 წელი იყო დაფიქრებისთვის, გადაფასებითვის, გარკვეულწილად მოჯდომისთვის. არ მინდა ვთქვა, რომ დაბრძენებისთვის, იმიტომ, რომ ეგეთი ბებერი არ ვარ, მაგრამ რაღაც სახის გამოცდილების გასააზრებლად“, - თქვა სააკაშვილმა.