ირმა ინაშვილი კენჭს ნაძალადევის რაიონში იყრის

საქართველო, თბილისი - 2020-09-08 18:57:00

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი კენჭს თბილისში, ნაძალადევის რაიონში იყრის. ის პარტიის წევრმა დავით თარხან-მოურავმა წარადგინა.

"ნაძალადევში, იქ, სადაც არის შალვა ნათელაშვილი, ჰოდა, ყველაფერი გამოჩნდება", - თქვა თარხან-მოურავმა.

ნაძალადევის რაიონში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია, ლელოს - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, სხვა ოპოზიციური პარტიების კი - შალვა ნათელაშვილი.