ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 2020-09-06 12:07:00

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხვალ გააკეთებს მიმართვას, როგორ აპირებს საქართველოში დაბრუნებას. 

"ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით", - დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე. 

27 აგვისტოს, მიხეილ საააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ქვეყანაში ბრუნდება.