ბათუმში "სიყვარულის" ქანდაკება გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 2010-10-20 11:14:00

ბათუმში მალე "სიყვარულის" ქანდაკება გაიხსნება.

ქალისა და მამაკაცის მოძრავი ქანდაკება ბათუმის სანაპიროზე, ქალაქის შემოსასვლელში დაიდგა და ის რამდენიმე დღეში გაიხსნება.

"სიყვარულის" ქანდაკებისათვის ბიუჯეტიდან 2 მლნ. 400 ათასი ლარი დაიხარჯა.

მონუმენტი ფოლადის მასალისგანაა დამზადებული.

7-მეტრიანი სკულპტურა 8-10 წუთის ინტერვალით მოძრაობს. მისი ავტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ხელოვანი თამარ კვესიტაძეა.

სკულპტურა მუდმივი მოძრაობის, სიყვარულისა და ერთიანობის გამომხატველია და მან 2007 წელს ვენეციის ბიენალეზე მოწონება დაიმსახურა.