საფეხბურთო კლუბმა "საბურთალო II" გიორგი შაქარაშვილის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა

საქართველო, თბილისი - 2020-07-12 12:38:00

საფეხბურთო კლუბ თბილისის "სა­ბურ­თა­ლომ" გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გა­რე­შე პირ­ვე­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. ამის შესა­ხებ ინფორმაციას გუნდი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თბილისური გუნდის ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ მაისურებით, რომელზეც გიორგი შაქარაშვილის ფოტო იყო გამოსახული.

"საბურთალო 2“-მა ამხანაგურ შეხვედრა "სპაერთან" გამართა და 2:0 დაამარცხა. ყველა გოლი და გამარჯვება ფეხბურთელებმა გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნეს, მეოდანზე კი "შაქარ" ისმოდა!

"ჩვენ­მა გუნ­დმა ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ში "სპა­ე­რი" 2:0 და­ა­მარ­ცხა! ყვე­ლა გოლი და გამარჯვება შენ გე­ძღვნე­ბა შა­ქარ!" - აღ­ნიშ­ნა­ვენ კლუ­ბის წევ­რე­ბი.

გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი კლუბ "სა­ბურ­თა­ლო­ში" ბოლო წლების გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­შობდა.