"გელოდებით მოსკოვში" - თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტი გააფორმა

საქართველო, თბილისი - 2020-07-09 12:49:00

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის საკალათბურთო კლუბ ცსკა-სთან კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას მოსკოვური კლუბი მიკრობლოგ "ტვიტერზე" ავრცელებს.

"გელოდებით მოსკოვში" - ასეთი წანამძღვარი აქვს ვიდეოს, რომელსაც კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.