ეკა ბესელიას პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 2020-07-08 22:02:00

ეკა ბესელიას პარტია "სამართლიანობისთვის" საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"პარტია "სამართლიანობისთვის" დღეს მიმართავს ცესკოს,რათა 20/20ის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. პარტია არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდება სახელით ეკა ბესელია - პ.პ სამართლიანობისთვის.

პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილოებას საპარლამენტო არჩევნებში", - ნათქვამია განცხადებაში.