პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2020-06-29 11:12:00

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც გუშინ გაიმართა, ეგზიტპოლების თანახმად, 50%-ზე მეტი ხმის მობილიზება ვერცერთმა კანდიდატმა მოახერხა. შესაბამისად, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

ეგზიტპოლის თანახმად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ ამომრჩეველთა 41,8% მიიმხრო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დედაქალაქის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ კი ხმების 30.4% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, მეორე ტურში, რომელიც 12 ივლისს უნდა ჩატარდეს, ერთმანეთს დუდა და ტშასკოვსკი დაუპირისპირდებიან.

პოლონეთის პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა.