გორში მაღაზია "ემბავუდის" მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 2020-06-12 13:52:00

გორში COVID-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.  ინფიცირებულია "ემბავუდის" მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალის ხელმძღვანელი. 

ქალი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ მოხვდა, რესპირატორული პრობლემებით, თუმცა მას პირველ ჯერზე კორონავირუსი არ დაუფიქსირდა. COVID-19 რამდენიმედღიანი  მკურნალობის შემდეგ განმეორებითი ტესტირებისას გუშინ დაუდასტურდა.

COVID-19-ის შემთხვევაა კასპის მუნიციპალიტეტშიც, ინფიცირებული პაციენტი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნის კლასტერს მიეკუთვნება და თავად ისიც ამ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია.