შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს გაცდა

საქართველო, თბილისი - 2020-06-11 10:44:00

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს გაცდა. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 2 000 464-ს მიაღწია. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 533 504.

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილია 112 924 ადამიანი.

შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა ინფიცირებულების და გარდაცვლილთა რაოდენობით.