ფაშინიანი აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან განიკურნენ

საქართველო, თბილისი - 2020-06-08 14:54:00

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან განიკურნენ.

"ცოტა ხნის წინ მივიღე კორონავირუსის განმეორებითი ტესტის შედეგები. ყველა პასუხი უარყოფითია", - დაწერა ფაშინიანმა ფეისბუკზე.

ნიკოლ ფაშინიანისა და მისი ოჯახის წევრების ვირუსით ინფიცირების შესახებ 1-ელ ივნისს გახდა ცნობილი.

7 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 13 325 ადამიანი, განიკურნა 4099, ხოლო 211 გარდაიცვალა.