საქართველოში კორონავირუსისგან 683 პაციენტი განიკურნა

საქართველო, თბილისი - 2020-06-08 10:44:00

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 683 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 810 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 683პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 237.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.