საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 2020-06-07 13:53:00

საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 11 ადამიანი. ეს ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

ვებგვერდის ინფორმაციით, დღემდე საქართველოში კორონავირუსის 809 შემთხვევაა გამოვლენილი. 

კორონავირუსის შედეგად, ამ დრომდე ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3161 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.