საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 808-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2020-06-06 11:04:00

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 808-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 808 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 663 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.