24 საათში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების მხოლოდ 1 შემთხვევა დადასტურდა

საქართველო, თბილისი - 2020-06-04 10:16:00

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 801-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 801 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 644 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.