ლარი გამყარებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 2020-06-03 17:26:00

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 4 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0416 ლარი ეღირება, ევრო - 3.4087 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 3.8294 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0772 ლარი ღირდა, ევრო - 3.4366 ლარი, ფუნტი – 3.8671 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 ივნისს ამოქმედდება.