კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2020-06-03 00:09:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მისი თქმით, ერთი საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, სამი კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია

დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 800 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 634 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3