საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 2020-06-02 10:29:00

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 634 შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 796 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 634 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.