საქართველოში კორონავირუსისგან 624 პაციენტი განიკურნა

საქართველო, თბილისი - 2020-06-01 10:24:00

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 624 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 794 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 624 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 494  ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.