საქართველოში კორონავირუსისგან 605 პაციენტი განიკურნა

საქართველო, თბილისი - 2020-05-31 11:38:00

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 605 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 783 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 605 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 494  ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.