საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 2020-05-31 11:20:00

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი.

მისი თქმით, 26 ახალი შემთხვევიდან, 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანიდან, 4 ე.წ. "საბურთალოს კლასტერიდან", ხოლო 4 - საკარანტინო სივრცეში მყოფი პაციენტია.

31 მაისის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 783-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 605-ს შეადგენს.